Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649597&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიერ მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "პრემიერ მოტორსი" 2013 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ სატრანსპორტო და სამშენებლო ტექნიკის ბაზრებზე. კომპანია გახლავთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელი საქართელოში. მის სადილერო პორტფელში შედის - Volvo Trucks, DongFeng, Baoli, Kalmar, King Long და სხვა წამყვანი ევროპული და მსოფლიო მწარმოებლები.

მულტიბრენდულობიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და წარმატებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს გაყიდვებში.

ფუნქციები:

** საცალო და კორპორაციული გაყიდვების გენერირება, გაწერილი გეგმების მიხედვით;
** ყოველდღიური ზარების განხორციელება პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან;
** მარკეტინგული არხებიდან შემოსული მოთხოვნების - "ლიდები"-ს დამუშავება და რელევანტური წინადადების მომზადება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათი მომხმარებელთა ბაზებში რეგისტრაცია;
** ბაზრის ანალიზი და პერიოდულად კონკურენტების შესწავლა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან წინადადებების პერმანენტულად მიწოდება, შეხვედრების ჩანიშვნა, ორგანიზება;
** გუნდურ მუშაობაზე ფოკუსირება, კომპანიაში არსებული მართვის ინსტრუმენტების ათვისება, ორგანიზაციული კულტურისა და ფასეულობების გაზიარება.

კანდიდატის პიროვნული თვისებები და პროფესიული მოთხოვნები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარით;
** ანალიზის, დაგეგმარებისა და ზოგადად გეგმებზე მუშაობის უნარის მქონე;
** უპირატესობად განიხილება რუსული ენის და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

"პრემიერ მოტორსში" დასაქმების უპირატესობები:

** მზარდ კომპანიაში მუშაობა;
** კარიერული ზრდის საშუალება;
** ხელშეწყობა საუნივერსიტეტო ლექციების გრაფიკში;
** დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** საწვავის ანაზღაურება;
** ტრენინგებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების დაფინანსება;
** დასაქმებულის საპენსიო გადასახადის გადახდა.

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი პერიოდი (3 თვე): ფიქსირებული ხელფასი 1200-1500 ლარი (Net)
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: ხელფასი - 1800 ლარი (Net) და ბონუსი

სამუშაო გრაფიკი და ლოკაცია:

** ორშაბათი-პარასკევი 9:00 სთ-დან 18:00სთ-მდე
** შაბათი: 9:00სთ-დან 14:00 სთ-მდე (3-4 კვირაში ერთხელ)
** თბილისი, ს. მარტყოფი, გეზ-ის მიმდებარედ;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ოთარ ინწკირველი - ტელ: 595 984838

ელფოსტა: o.intskirveli@premiermotors.ge და s.kavrelishvili@premiermotors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია