Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=649422&print=yes&view=jobs
 
ღამის მძღოლ ექსპედიტორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მძღოლ ექსპედიტორი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე ზუგდიდში.

სამუშაო პირობები:

განაკვეთი: სრული მცოცავი (დღე გამოშვებით);
ანაზღაურება: 1300 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგულარული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე;
** ავტომანქანის დატვირთვის პროცესის თვალის დევნება და ტვირთის სწორი განაწილების უზრუნველყოფა;
** რეგიონულ ოფისებში/საწყობებში მანქანიდან ტვირთის უსაფრთხოდ ჩამოტვირთვის გაკონტროლება და პროცესში მონაწილეობის მიღება;
** რეისში გასვლამდე ა/მანქანის ტექნიკური გამართულობისა და საბუთების სრულყოფის შემოწმება;
** ტვირთის უსაფრთხო, ხარისხიანი და დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** რეისში ყოფნის დროს ავტომანქანისა და ტვირთის მეთვალყურეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
** სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - C კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 27 ივლისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია