Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
შპს "მეამა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე დროფერების მიმართულებით.

ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დროფერების (ყავის კაფსულების ვენდინგ აპარატი)პროექტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

მისამართი : გივი ამილახვრის ქუჩა N2;
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე, 10:00 -19:00 (1 საათიანი შესვენების დროით);
ანაზღაურება - შეთანხმებით

მოვალეობები:

** პროექტის განვითარების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება- მასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება და მართვა;
** დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და შეხვედრები -პროექტის გაცნობა, საინვესტიციო და ფინანსური პირობების ამსახველი ინფორმაციის სწორად და ეფექტურად მიწოდება,
** მჭიდრო კომუნიკაცია კომერციულ გუნდთან - შედეგებისა და გეგმების ანალიზი;
** მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია იურიდიულ გუნდთან ერთად;
** კომპანიის შიდა კომუნიკაციების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბიზნეს განვითარების, გაყიდვების ან პროექტის მართვის სფეროში;
** ძლიერი პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ფინანსური ანალიზისა და შეფასების უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 აგვისტო.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე