Робота для біженців з України
უმცროსი ტექნიკური დიზაინერი/R&D ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ტექნიკური დიზაინერი/R&D ინჟინერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტექნიკური დიზაინერი/R&D ინჟინრის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
დასაქმების ტიპი: სრული ან მოქნილი განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

კარგი შანსი დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვის ან ახალი კურსდამთავრებულისთვის, რომელსაც აქვს ძლიერი ტექნიკური ბაზა და სურს განვითარდეს პროდუქტის დიზაინისა და წარმოების მიმართულებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** მონაწილეობა პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესში (ფურცლოვანი ლითონი და კომბინირებული მასალები);
** წარმოებისთვის და ტესტირებისთვის საჭირო ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება/რედაქტირება;
** ახალი პროდუქტებისა და მასალების კვლევისა და პროტოტიპირების პროცესში ჩართვა;
** ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოების, სერტიფიცირების და R&D სტრატეგიების შესასწავლად;
** შიდა ინოვაციურ პროექტებში ჩართვა, რომლებიც დაკავშირებულია დიზაინის გაუმჯობესებასთან, ტესტირებასა და პროცესების ოპტიმიზაციასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული (ინჟინერია, დიზაინი ან შესაბამისი სფერო);
** ხაზვისა და გეომეტრიის კარგ დონეზე ცოდნა, ტექნიკური აზროვნება;
** AutoCAD-ის კარგად ფლობა (Fusion 360 ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება, ამოცანების გადაჭრის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები და გუნდურობა;
** სწავლისა და ზრდის მოტივაცია

რას მიიღებ:

** პროფესიული განვითარება გამოცდილი ინჟინრების მენტორობით;
** პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის ინოვაციაში, დიზაინსა და R&D პროცესებში;
** მოქნილი სამუშაო გარემო — სწავლასა და კარიერულ ზრდას შორის ბალანსისთვის;
** მონაწილეობა რეალურ პროექტებში

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე