Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბო სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, ეძებს გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც ეფექტურად მართავს გუნდს, ლოჯისტიკურ პროცესებს და უზრუნველყოფს პროდუქციის სწორ, უსაფრთხო მიღებასა და გადაადგილებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ინვენტარის გადაცემა საწყობის თანამშრომლებზე (ჩაფხუტი, ქამარი, კალათა და სხვა);
** ამწის გამართული მუშაობის ყოველდღიური კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მონიტორინგი: სამსახურში დროულად გამოცხადების კონტროლი, შვებულებების კონტროლი, ჰიგიენა, უნიფორმა;
** საწყობში პროდუქციის განთავსების კონტროლი, რომ პროდუქცია იყოს შესაბამის თაროზე განლაგებული;
** საწყობში არსებული პროდუქციის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების მენეჯერების მიერ მოწოდებული ზედდებულების სისწორის კონტროლი;
** ზედდებულის მიხედვით მანქანის დროული დატვირთვა და მისამართზე დროული გაშვების კონტროლი;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება, შემოწმება და ადგილზე განთავსება;
** საწყობში დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული შემოწმება პროდუქციის ცოდნის კუთხით;
** მიღებული პროდუქციის საწყობში შესაბამის თაროზე განლაგების კონტროლი;
** არსებული პროდუქციის აღწერა პერიოდულად;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის მართვაში;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
** დროის მართვისა და გუნდის ხელმძღვანელობის უნარი;
** ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C- ში მუშაობის გამოცდილება;
** ექსელის ბაზისურ დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #108
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, უბედური შემთხვევის დაზღვევას;

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და companyhr126@gmail.com

Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის მენეჯერი"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 აგვისტო

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

გისურვებთ წარმატებას!

შპს "თერმოინდუსტრია"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე