Робота для біженців з України
პრომო მაგიდის ოპერატორი - რეზერვი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო მაგიდის ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით "LOTTO.GE" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი პრომო მაგიდის ოპერატორის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი;
** სამუშაო განაკვეთი: გრაფიკის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლის მოზიდვა;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა/რეალიზაცია;
** პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://lotto.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე