Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=648545&print=yes&view=jobs
 
მრეცხავი/ ტექნიკური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მრეცხავი/ ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი ვაკანსიას აცხადებს მრეცხავი/ ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიკურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
** ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
** პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
** მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 505 55 9002.

2025წლის 07აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია