Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=648544&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი ვაკანსიას აცხადებს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
** საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება;
** საბაგირო გზის გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია);
** ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 505 55 9002

2025 წლის 07აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია