Робота для біженців з України
უფროსი საგადასახადო კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი საგადასახადო კონსულტანტი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
კომპანია "BDO" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში.

"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას. უფროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საგადასახადო მომსახურების გაწევა. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: უფროსი საგადასახადო კონსულტანტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 22.07.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე