Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=648324&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_b607ae22c61646beae9fd9348c747d51.pdf?index=true

ფუნქცია- მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ავეჯის საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ -ჩვევები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო ხარჯებს;
** Fit Pass ბარათს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 2000 ლარი და ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია