დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Truly Nolen Georgia
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
"Truly Nolen Georgia" წარმოადგენს ამერიკული კომპანიის Truly Nolen International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას. კომპანიას 85 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად ითვლება გლობალურ მასშტაბზე. "Truly Nolen" წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით.
ვაკანსიის აღწერა:
"Truly Nolen Georgia" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს. ეს პოზიცია გულისხმობს მავნებლების აღმოჩენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ობიექტებზე.
ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დეპარტამენტი: ოპერაციები/საველე სერვისები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტების სრულყოფილი ინსპექტირება მავნებლების არსებობისა და რისკის ზონების დასადგენად
** მავნებლებთან ბრძოლის ინდივიდუალური გეგმების შემუშავება კლიენტის საჭიროებების მიხედვით
** მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებების უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენება, მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის მითითებების დაცვით (დერატიზაცია, დეზინსექცია და დაკავშირებული დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მავნებლების პრევენციისა და უსაფრთხოების შესახებ
მომსახურების ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოება მობილური მოწყობილობებით ან ბეჭდური ფორმით
** სერვის მანქანისა და სამუშაო ინსტრუმენტების ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა
** უსაფრთხოების პროტოკოლებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა
** კლიენტებისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტით კონსულტაციის გაწევა
** დამატებითი სერვისების საჭიროების იდენტიფიცირება და გაყიდვების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ცოდნა ან მათი სწრაფად ათვისების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
** სტაბილური დასაქმება წამყვან საერთაშორისო ბრენდში
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|