Робота для біженців з України
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: 2გის ბათუმი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"2GIS-Batumi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"2GIS-Batumi" — ეს არის ინოვაციური, მუდმივად განახლებადი რუკებისა და ნავიგაციის პლატფორმა, რომელიც მალე გახდება საუკეთესო თანამგზავრი საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც სურს იმოძრაოს კომფორტულად, იმუშაოს ეფექტურად და სწორად მართოს დრო.

თუ შენთვის პრიორიტეტულია ლიდერობა, შედეგზე ორიენტირება და პროფესიული ზრდა — ეს პოზიცია შენთვისაა!

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** საშუალო ჯამური ანაზღაურება: ₾4800
** სამუშაო ადგილი: ბათუმი - ცენტრალური უბანი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

შენი მთავარი პასუხისმგებლობები იქნება:

** გაყიდვების ჯგუფის ორგანიზება, მართვა და ანალიზი
** გუნდის წევრების განვითარება და მოტივაცია
** პარტნიორების მოძიება და საჭიროებების იდენტიფიცირება
** პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და ბაზრის მართვა
** გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია და შესრულება
** გუნდისა და თითოეული მენეჯერის შედეგების კონტროლი
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა
** რეპორტინგი კომპანიის დირექტორთან
** კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროექტებში ჩართულობა
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების მონიტორინგი

სამუშაო მოიცავს პარტნიორებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს.

ვინ ხარ შენ?

** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად)
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** გაყიდვების ჯგუფის ან განყოფილების მართვის გამოცდილება - დიდი პლუსია!
** ფლობ საოფისე პროგრამებს
** უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

შენს პიროვნულ თვისებებში ვაფასებთ:

** ლიდერის და გუნდის მოტივატორის უნარებს
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების გამოცდილებას
** შედეგზე ორიენტირებულობას
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარს
** დროის ეფექტურად მართვის უნარს
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტასა და პასუხისმგებლობის აღებას

შემოგვიერთდი 2GIS-Batumi-ს გუნდში და ერთად გავამარტივოთ ქალაქის ცხოვრება!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: Hr@batumi.2gis.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე