Робота для біженців з України
ხაზინის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა ქარსი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარსი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიის დეპარტამენტებიდან მოწოდებული განაცხადების საფუძველზე, საგადახდო დავალებების მომზადება და საბანკო გადარიცხვების წარმოება უცხოური და ეროვნული ვალუტით;
** მოთხოვნის მიხედვით, გადარიცხვების ელ. ვერსიის (საგადახდო დავალება) გაგზავნა კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში;
** საბანკო გადარიცხვების შესახებ, ინფორმაციის ამოღება და ინტერენტ ბანკიდან (XML ფორმატი) და პროგრამაში ასახვა;
** საბაჟო მომსახურებისთვის საბანკო გადარიცხვების წარმოება განსაზღვრული ვადების დაცვით, გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბაჟოსთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის;
** ბანკთან მუდმივი კომუნიკაცია - მიმდინარე სავალუტო კურსის შესახებ ინფორმაციის მიღება, ვალუტის შეძენის განხორციელება;
** ბანკთან ურთიერთობის წარმოება;
** ფულადი სახსრების ფაქტობრივი მოძრაობის ანგარიშგების პერიოდული მომზადება;
** ორგანიზაციის სავალუტო ოპერაციების წარმოება;
** მოთხოვნის შესაბამისად მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office ცოდნა;
** SAP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1236

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე