Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=648195&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 17:00-დან 01:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: 1500 ლარი + მგზავრობის თანხის ანაზღაურება.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** კორპორატიული დაზღვევა, რომელსაც სრულად კომპანია ფარავს;
** Fitpass;
** კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ტრენინგების გავლა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ კონტეინერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მონიტორინგი და სპეციალურ პორტალზე ასახვა;
** გადამზიდ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ლოჯისტიკის პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია