დასახელება:
ვებ-გვერდის კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "პსპ ფარმა" დროებითი პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის აღწერების შესახებ ინფორმაციის მოძიება პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალურ ციფრულ პლატფორმებზე ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე;
** პროდუქტის მონაცემების გადამოწმება მწარმოებლის ოფიციალური ციფრულ პლატფორმებზე (მაგ. მწარმოებლის ვებსაიტები);
** აღწერის ტექსტის ადაპტაცია PSP-ს ვებსაიტის ტექსტის სტრუქტურის შესაბამისად;
** აღწერის შინაარსის შენარჩუნება;
** პროდუქტების კატეგორიებისთვის ახალი ტექსტის შემუშავება საჭიროების შემთხვევაში (მთავარი გვერდი, კატეგორიები და ა.შ.);
** კონტენტის შექმნის პროცესში SEO-ს პრინციპების გათვალისწინება;
** ტექსტის რედაქტორთან და პროექტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** დასრულებული ტექსტის ელ. კომერციის პლატფორმაზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ვებ საიტზე განსათავსებელი ტექსტის შექმნის ან ადაპტაციის გამოცდილება;
** ონლაინ წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
** სასურველია გამოცდილება CMS-პლატფორმებთან (მაგ. WordPress, Shopify)
უნარები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და ვადების დაცვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.
|
|
|
|