Робота для біженців з України
პრესელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე მანიკურის პროდუქციის მიმართულებით.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია"- მ მანიკურის მიმართულებით შექმნა JF Artistic- საკუთარი ბრენდი, რისთვისაც ვაცხადებთ ვაკანსიას მთელი საქართველოს მასშტაბით პრისეილერის/გაყიდვების პოზოციაზე თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + 4-5% ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სილამაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.

მის: ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა # 37ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათი 09:30- დან 14:00 საათამდე კვირა დასვენება

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალურ გვერდებს:

https://www.jfgeorgia.ge
https://www.facebook.com/jfgeorgia.ge
https://www.instagram.com/jf_georgia_/

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში რომელ ქალაქში აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე