დასახელება:
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
PFI
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
საკონსულტაციო კომპანია, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა სექტორის კომპანიებს ერთჯერადი ან რეგულარული პროექტების ჭრილში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + გამომუშავება
ფუნქცია/მოვალეობა:
** ობიექტზე ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების აღწერის გაკეთება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, ერთჯერადად ან შესაბამისი რეგულარობით;
** არსებული ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლე ნაშთების შემოწმება, დანაკლისისა და ზედმეტობის მოკვლევასა და დადგენაში დახმარება;
** ინვენტარიზაციის სპეციალისტის დახმარება რეპორტების მომზადებაში შესაბამისი ფორმით და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების Word-ის და Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.finato@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|