დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბერმელი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** IP ტელეფონების კონფიგურირება;
** რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას.
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 1875 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10, გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|