დასახელება:
პრაქტიკანტი-ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
SGS Georgia
|
გამოქვეყნდა: 05 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
SGS არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.
შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პრაქტიკანტი-ინსპექტორის (ავტომობილით) პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: პრაქტიკა (შესაძლებელია მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში)
მომსახურების გაწევის ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის ტვირთების რაოდენობის და ხარისხის შემოწმების პროცესების შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (SGS-ის ინსტრუქციების თანახმად);
** საველე ინსპექციების დასწრება და ინსპექტორისთვის დახმარების გაწევა დოკუმენტაციის შევსების პროცესში.
** პირველადი მონაცემების შეგროვება და შესაბამისობის დადგენა;
** ინსპექტირების პროცესის დროს უსაფრთხოების წესების შესწავლა და დაცვა;
** საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის პრინციპების (ISO, GOST, სხვა) შესწავლა;
** SGS-ის ყველა შესაბამის/სავალდებულო ტრენინგზე დასწრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება - უპირატესობად ჩაითვლება);
** ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში აუცილებელია - მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი - (ავტომობილის იჯარის თანხას უზრუნველყოფს კომპანია);
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა სამუშაოსადმი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საველე სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო ორგანიზაციაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** შიდა ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას;
** წარმატებული პრაქტიკის შემდეგ - შესაძლებლობა მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება SGS-ში;
** ანაზღაურებად პრაქტიკას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vladimer.glonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|