დასახელება:
ვიდეო რედაქტორი/ანიმატორი
|
მომწოდებელი:
NovuStudio
|
გამოქვეყნდა: 05 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
"NovuStudio" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო რედაქტორის/ანიმატორის თანამდებობაზე.
ვეძებთ ადამიანს, ვინც შეძლებს საგანმანათლებლო ვიდეო კურსებისათვის მაღალი ხარისხის პრეზენტაციების მომზადებას ფინანსურ თემატიკაზე. კანდიდატმა უნდა შეძლოს როგორც ვიდეომასალის რედაქტირება, ისე ინფორმაციის ვიზუალურად მკაფიოდ და ეფექტურად გადმოცემა.
სამუშაოს აღწერა:
** ვიდეო ლექციების დამონტაჟება და პრეზენტაციისთვის მომზადება
** ანიმაციური და გრაფიკული ელემენტების დამატება
** ფინანსური ტერმინოლოგიის სწორად და გასაგებად გადმოცემა ვიზუალური საშუალებებით
პოზიციის პირობები:
** დისტანციური სამუშაო (Remote)
** 4 საათი დღეში (პარტ-ტაიმ რეჟიმი)
** თვეში 500 დოლარი
პროექტი ეხება ფინანსური განათლების ვიდეო კურსს
მოთხოვნები:
** ვიდეო რედაქტირების გამოცდილება (მაგ. Premiere Pro, After Effects ან მსგავსი პროგრამები)
** ინგლისური ენა B2-C1 დონეზე
** საბაზისო ან საშუალო დონეზე ფინანსური ტერმინოლოგიის ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობა ხარისხზე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და მოკლე აღწერა თქვენი გამოცდილების შესახებ.
ტელეფონის ნომერი: 595057105
ელფოსტა: ana@novustudio.com, hello@novustudio.com
|
|
|
|