Робота для біженців з України
საბანკეტო განყოფილების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკეტო განყოფილების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სასტუმრო "Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე აცხადებს ვაკანსიას საბანკეტო განყოფილების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

საბანკეტო განყოფილების სუპერვაიზერის ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის მართვის ზედამხედველობა, ხარჯების ოპტიმიზაცია
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი
** სტუმართმოყვარე, პოზიტიური და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია, სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** აუცილებელია, ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე