Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647712&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: არმორერი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"არმორერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 19
სამუშაო საათები: კვირის დღეებში 11:00-18:00, შაბათს 11:00-16:00
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** არსებული პროდუქციის სწორი განლაგება და კონტროლი
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (გამოწერა, განთავსება)
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
** დახლებზე დასადები ნივთების კონტროლი (საწყობში არსებობის შემთხვევაში, მათი მაღაზიაში გატანა და განთავსება)
** მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება
** კონკურენტ კომპანიებში ფასების მიმოხილვა, პროდუქციის გაცნობა და მაღაზიის მენეჯერთან მოსაზრებების წარმოდგენა ფასთა ცვლილებებისა და პროდუქციის ასორტიმენტის შესახებ
** ახალი მოდელების შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, შეძენის ყუის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარები/მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** დარწმუნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

"არმორერი" სამოქალაქო იარაღის, საბრძოლო მასალის, სანადირო და სათევზაო ინვენტარის იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. სამოქალაქო იარაღისა და სანადირო ინვენტარის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: info@armorer.ge.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია