Робота для біженців з України
ექიმ-ბაქტერიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმ-ბაქტერიოლოგი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. აგრეთვე გვინდა გაცნობოთ რომ, "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

ლაბორატორიის მოქნილობა და მობილურობა ჩვენი მთავარი დანიშნულებაა.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას: ექიმ-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჟვანიას N15
სამუშაო განაკვეთი: სრული; შესაძლებელია შეთავსებაც;
ანაზღაურება: მზარდი (გამოცდილების მიხედვით)

სამუშაოს აღწერა:

** მოთხოვნის შესაბამისად ბაქტერიოლოგიური ანალიზების ჩატარება;
** ჩატარებული ანალიზების აღრიცხვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ხელმძღვანელი პირის სხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ლაბორატორიული მედიცინა";
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარების უნარი;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ბენეფიტი: მნიშვნელოვანი ფასდაკლება ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებზეც)

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე