Робота для біженців з України
ინვესტორებთან ურთიერთობის და დაფინანსების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვესტორებთან ურთიერთობის და დაფინანსების სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgian Global Utilities
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"Georgian Global Utilities" (GGU) არის წამყვანი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს როგორც სასმელი წყლის, ისე განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს.
უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინების სისტემების მომსახურებას, პარალელურად კი ახორციელებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ოთხი ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით, რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 149 მეგავატს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინვესტორებთან ურთიერთობის და დაფინანსების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ორმხრივი ურთიერთობის განვითარება კომპანიასა და დაინტერესებულ მხარეებს (stakeholders) შორის, როგორებიც არიან: აქციონერები, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები, ძირითადი და სხვა რეგულატორები (იგულისხმება საქართველოს ეროვნული ბანკი და ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული დეპოზიტარი), ობლიგაციების მფლობელები, აუდიტორები და ა.შ.
** რეგულარული რეპორტების მომზადება;
** ფინანსურ ინსტიტუტებთან/ბანკებთან ურთიერთობა და დაფინანსების წყაროების მოზიდვა;
** "დიუ დილიჯენსის" პროცესში ჩართულობა;
** პრეზენტაციების და რეპორტების მომზადება;
** ობლიგაციების საჯარო განთავსების პროცესში ჩართვა და ჩართული მხარეების კოორდინირება;
** კაპიტალური სტრუქტურის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ინვესტორებთან კომუნიკაციის პროცესში ჩართულობა კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით;
** მესამე მხარეების მიერ მომზადებული კომპანიის ღირებულების შეფასების რეპორტებისა და დოკუმენტების ანალიზი;
** კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია ფინანსური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; საერთაშორისო ფონდებთან და ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Power Point-ის და MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2025 წლის 4 აგვისტოსი.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე