Робота для біженців з України
კონსტრუქტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორის თანაშემწე
მომწოდებელი: გოტა 21
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კომპანია "გოტა 21" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

შპს "გოტა 21" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებს - საცხოვრებელი, ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული დანიშნულების. ამჟამად კომპანია მუშაობს ჰესის მშენებლობაზე და ეძებს გუნდის ახალ წევრს კონსტრუქტორის თანაშემწის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, გიორგი მიროტაძის N6
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კონსტრუქტორის ყოველდღიური სამუშაოს ტექნიკური მხარდაჭერა
** პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
** ნახაზების გადამოწმება და კორექტირება (AutoCAD ან ანალოგიური პროგრამებით)
** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი კონსტრუქტორთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო/ინჟინერიის ან არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სასურველია გამოცდილება ან სტაჟირება მსგავს პოზიციაზე
** AutoCAD-ის და სხვა ტექნიკური პროგრამების კარგი ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ტექნიკური დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობა
** ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება რეალურ პროექტებზე
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: finance@gota21.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე