Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647574&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს მრავალი წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 3.000 ლარი + ბონუსი თითოეულ გადაზიდულ ტვირთზე (4000-7000 ლარი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
** მიღებული შეკვეთის (ტვირთის გადაზიდვა) ოპერატიულად შესრულების კონტროლი / შედეგზე ორიენტირებულობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი;
** ყოველთვიური გეგმების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილება მხოლოდ ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატები;
** საოფისე პროგრამების ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიურობა/კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია