დასახელება:
ქეითერინგ კომპანიების წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა
|
მომწოდებელი:
World Vision
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში და ვორლდ ვიჟენ საქართველოს ფონდი აცხადებს ბათუმში მზა საკვების მომწოდებელი (ქეითერინგ) კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას და შერჩევას.
"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს www.wvi.org/georgia.
"ვორლდ ვიჟენ საქართველო" იწვევს პოტენციურ ქეითერინგ კომპანიებს შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადების წარდგენა ხდება შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამოყენებით. სისტემაში წვდომის მისაღებად დაინტერესების გამოხატვის ელ. წერილი "Batumi Catering" უნდა გააგზავნოთ ელ. ფოსტაზე: Geoo_tender@wvi.org, რის შემდეგაც მიიღებთ წვდომას დოკუმენტაციის სრულ პაკეტზე და შესაძლებლობას, რომ წარმოადგინოთ წინადადება. დაინტერესების წერილის გაგზავნის ვადაა 2025 წლის 15 ივლისი 14:00.
წინადადებების შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 16 ივლისი 18:00 საათი. ვადის გასვლის შემდეგ განაცხადების მიღება ავტომატურად იხურება და ვერ მოხერხდება წინადადების წარმოდგენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ვორლდ ვიჟენ საქართველო
Geoo_tender@wvi.org
|
|
|
|