Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647521&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კომპანია "აგროჰაბი", ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობა-ვალდებულებები:

** მარკეტინგული სარეკლამო მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** საბეჭდი მასალებისთვის ფაილების მომზადება ბეჭდვის სტანდარტების შესაბამისად;
** პროექტების ვიზუალური მასალების შემუშავება (ბრენდირება);
** პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა, მომზადება და კორექტირება/ საბეჭდად გამზადება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის შემუშავება / მომზადება;
** GIF-ების მომზადება;
** ფოტო კონტენტის დამუშავება;
** მარკეტინგული აქტივობებისა და ღონისძიებებისა ან კამპანიებისთვის ვიზუალის შემუშავება;
** არსებული დიზაინის მოდიფიცირება;
** ილუსტრაციების/ვიდეო კონტენტის დამუშავება / შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით - არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად.
** 3D დიზაინი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Adobe Photoshop, Illustrator, Figma და Canva;

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის #151

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელი მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია