Робота для біженців з України
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ნიუ ლაიფ ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს - აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის პერსონალის მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;
** პერსონალის რეკრუტინგი და მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმართვა;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შრომის კოდექსის შესაბამისობის დაცვით;
** კომპანიის ბაზაში ინფორმაციის ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** კომპანიის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მხარდაჭერა და გუნდურობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგისა და ანალიტიკის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** უმაღლესი განათლება HR ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** მმართველ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე