დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
Luca Polare
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
მისამართი: კაიროს N42 (აუტომუზეუმი)
ძირითადი მოვალეობები:
** ბაგეტების/ნამცხვრების/კრუასანების ცხობა;
** დილის საუზმის ჭიქების მომზადება;
** სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
** ტექნიკის მოვლა, მათი გაუმართაობის დროს მენეჯერის ან მისი ასისტენტის ინფორმირება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
** ენერგიული და დისციპლინირებული;
** სასურველია ცხობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.
განაცხადი გამოგვიგზავნე მეილზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მცხობელი" .
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|