Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
ვაცხადებთ ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას .

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, TikTok, Whats`app);
** ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
** სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების რეგულარული განთავსება და კომენტარებზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: jobsautohome@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე