Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: სამკაულების ბრენდი ეშვი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სამკაულების ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება;
** ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა, შექმნა და მისი მართვა;
** ქსელში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის პოპულარიზაცია;
** მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი (Facebook Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
** კამპანიების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება. ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგება (Reach, Engagement, CTR, Followers, CPM, etc.);
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორც ლოკალურად ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის;
** კოორდინაციის გაწევა ინფლუენსერებთან, შეხვედრების ორგანიზება და კონტენტის მიღება/დაფიქსირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიებთან მუშაობის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads ჩათვლით სასურველია);
** ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის უნარი;
** ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალიტიკური უნარების ფლობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და თვითორგანიზების უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე info@eshvi.co.uk, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე