Робота для біженців з України
გენერალური დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: გაზ-ენერჯი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
კომპანია "გაზ-ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში
** დოკუმენტაციის მომზადება, კონტროლი და ორგანიზება
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
** ოფიციალური და სხვადასხვა ტიპის წერილების მომზადება, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** იმეილით კომუნიკაცია და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
** დირექტორის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება, რაც შეიძლება შედიოდეს ასისტენტის მოვალეობაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და სწრაფი სწავლის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და საქმის დროულად შესრულების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მათ შორის ტელეფონითა და ელფოსტის მეშვეობით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: თბილისი ; ირაკლი აბაშიძის ქ. №73
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: gasenergy2008@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე