დასახელება:
აღმზრდელ-პედაგოგი
|
მომწოდებელი:
ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
შპს "ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული, ცვლების მიხედვით
სამუშაო საათები/აკადემიის: 09:00-19:00 საათი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსთან (ვლადიმერ ლობჟანიძის 3).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიაში არსებულ სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით შეიმუშაოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმა;
** განახორციელოს სასწავლო მასალებისა და მეთოდების ანალიზი/ადაპტირება, ჯგუფში არსებული ბავშვების საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად;
** დააკვირდეს თითოეულ ბავშვს და იზრუნოს მათი სოციალური უნარ-ჩვევების და ადაპტაციის ხელშეწყობაზე;
** დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
** უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** დაიცვას აკადემიის შინაგანაწესი;
** დაამყაროს პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია აკადემიის ბენეფიციარებთან, მათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან.
ძირითადი/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - (ბაკალავრი) პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინკლუზიის სფეროში;
** ბავშვთა უფლებების კოდექსის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსია ან დაგვიკავშირდით: 511 559 354
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|