Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647141&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ედვერთაიზერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ედვერთაიზერი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ვაჟა-ფშაველას 27ბ.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია (Google Ads, Meta Ads, YouTube, LinkedIn, Whatsapp და სხვ.)
** მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა და კონტენტის დარეკლამება სამიზნე აუდიტორიაზე;
** სარეკლამო ბიუჯეტის მართვა და ანალიზი;
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი (CPC, CPA, CTR, ROAS, Conversion Rate და სხვა);
** A/B ტესტირების დაგეგმვა და შესრულება;
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებლების ჩართულობის გასაუმჯობესებლად;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
** ციფრული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
** ციფრული კონტენტის ეფექტურობის მონიტორინგი, შეფასება - სტატისტიკების, რეპორტებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოთხოვნები:

** ვებსაიტის SEO აუდიტის ჩატარება, SEO ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
** საკვანძო სიტყვების კვლევა და სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** Google Analytics, GTM, Google Ads - ხელსაწყოების ცოდნა;
** SEO ოპტიმიზირებული კონტენტის შემუშავებისთვის, კონტენტ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კონკურენტების ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ანალიზი (SEO, Advertising)
** რეგულარული რეპორტინგი და შედეგების შეფასება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15/07/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია