დასახელება:
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Auto Home
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1000-1200 ლარი);
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
** ადგილმდებარეობა - ქ. ზუგდიდი
შესასრულებელი ამოცანები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.
კომპანია გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
** განმავითარებელ ტრენინგებს;
** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: jobsautohome@gmail.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კლიენტთა მომსახურების მენეჯერი ზუგდიდი
|
|
|
|