დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აე ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
შპს "აე ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის (სამეურნეო სამსახური) პოზიციაზე. ოფისის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ოფისის შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე, საოფისე რესურსების მართვასა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციაზე.
განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებითა და საჭირო ინვენტარით;
** მარაგების აღრიცხვა, შევსება და კონტროლი;
** ტექნიკური მომსახურების და სერვისების კოორდინაცია;
** ოფისის და მიმდებარე ტერიტორიის/ეზოს მოვლა-მოწყობის პროცესების მართვა;
** გათბობა-კონდიცირებისა და საოფისე ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; სტუმრების აეროპორტში დახვედრა/გაცილება;
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მისი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა, ტექნიკური დათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი, საწვავით უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებებისა და მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება;
** ოფისის სისუფთავის და უსაფრთხოების კონტროლი;
** სამუშაო საათების შემდეგ ოფისის ჩაკეტვა და სიგნალიზაციაზე აყვანა; განგაშის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) - აუცილებელია;
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ა.წ 1 აგვისტომდე შემდეგ ელფოსტაზე: hrge@ae-solar.com .
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განცხადებების განხილვის პროცესი დაიწყება შემოსვლისთანავე.
|
|
|
|