Робота для біженців з України
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: შრე სტუდიო
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
არქიტექტურული/ინტერიერის დიზაინის კომპანია "შრე სტუდიო" ეძებს პროექტ მენეჯერს არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტებისთვის, რომელიც მზადაა ჩვენს გუნდთან ერთად შექმნას და მართოს არაერთი გამორჩეული პროექტი.

არქიტექტურული პროექტების მენეჯერს მუშაობა მოუწევს როგორც მცირე, ისე დიდი მასშტაბის არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის პროექტებზე. პროექტის მენეჯერი იქნება შუამავალი დამკვეთსა და კომპანიას შორის. სწორად უნდა გაიგოს დამკვეთის დავალება და შემდეგ გუნდთან ერთად გაანაწილოს დიზაინ ამოცანებად. ასევე უზრუნველყოს ინფორმაციისა და დავალებების მიმოცვლა დიზაინ გუნდსა და დამკვეთს შორის.

ანაზღაურება: პირველი 2 თვე გამოსაცდელი პერიოდი იქნება ანაზღაურებადი 1500 ლარით. ხოლო შემდგომ, ძირითადი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** დამკვეთებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. არქიტექტურული თუ ინტერიერის დიზაინის სერვისის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე. დამკვეთი შესაძლოა იყოს როგორც დიდი კომპანია (მაგ. სასტუმროს მფლობელი), ისე კერძო პირი, ბინის ინტერიერზე ან/და კერძო სახლის არქიტექტურაზე.
** დავალების ანალიზი და პროექტის მოთხოვნების იდენტიფიცირება.
** ხელმძღვანელთან და დიზაინერების ჯგუფთან ერთად პროექტის კალენდარული გეგმის შედგენა და მისი მართვა.
** დიზაინის და არქიტექტურის დამკვეთთან პრეზენტირება, დიზაინ ჯგუფთან ერთად. დიზაინერებისგან მასალების (პრეზენტაციის, რენდერების, ნახაზების) მიღება და დამკვეთისთვის მიწოდება.
** დამვკეთისგან უკუკავშირის მიღება და დიზაინერებისთვის მიწოდება.
** დიზაინში გამოყენებული მასალების BOQ-ს მომზადება დიზაინერთან ერთად. ავეჯის, განათების ან/და სხვა დიზაინ პროდუქტების მომწოდებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია ამ სფეროში გათვითცნობიერებულობა, ცოდნა არქიტექტურული და დიზაინ სპეციფიკების, ბაზრის შესაძლებლობების.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია საჭირო პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (Excel, Word, PowerPoint).
** მთავარი მოთხოვნაა პასუხისმგებლობანობა და მეგობრულობა, როგორც გუნდთან, ისე დამკვეთებთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ: გამოგზავნოთ CV ელმისამართზე: contact@shre.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე