Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647068&print=yes&view=jobs
 
მენტალური არითმეტიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენტალური არითმეტიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: სკოლა იკიგაი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"სკოლა იკიგაი" აცხადებს კონკურსს მენტალური არითმეტიკის მასწავლებლის პოზიციაზე (online)

მენტალური არითმეტიკის მეთოდოლოგიის ცოდნა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებლის გადამზადებას.

ანაზღაურება: ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება მასწავლებლის სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო პროცესი ძირითადად შაბათ-კვირას მიმდინარეობს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ დღეებში სრული განრიგით მუშაობის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია დისტანციურად (online) მუშაობის გამოცდილება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: school.ikigai@gmail.com

წარმატებებს გისურვებთ და მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია