დასახელება:
აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ლამპარი
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
საბავშვო ბაღი "ლამპარი" ეძებს გუნდის წევრებს - აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს, რომელთა მთავარი ღირებულებებია: ბავშვების სიყვარული, გუნდური მუშაობა და პროფესიონალიზმი.
მისამართი: ქ. რუსთავი, ლომოურის 6
1) აღმზრდელი
მოვალეობები:
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვა და შემდგომი განხორციელება.
** საბავშვო აქტივობებისა და სახალისო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება
** სასწავლო პროცესის კონტროლი
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ენერგიულობა
2) აღმზრდელის თანაშემწე
მოვალეობები:
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება
** აქტივობების მომზადების პროცესში ჩართულობა
** აღსაზრდელების ჰიგიენაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ენერგიულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: bagilampari@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|