დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
Espressomobil
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
კომპანია "ესპრესსომობილი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ბარისტას პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
** ყავის უნიკალური პროექტის წევრობას
** კვირაში 36-საათიან მოქნილ გრაფიკს
** ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
** დაგეგმილ ივენთებში მონაწილეობას და დამატებით ანაზღაურებას
** შენზე მორგებულ ულიმიტო ბონუსირების სისტემას
** უბრალოდ მოდი და შენით ნახე
ძირითადი მოვალეობები:
** ყავის, ცხელი და ცივი სასმელების მომზადება მაღალი სტანდარტებით
** კლიენტებთან მეგობრული და პროფესიული კომუნიკაცია
** შეთავაზებების გზით გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** შეკვეთების მიღება, ტრანზაქციების და ანგარიშსწორების შესრულება
** სამუშაო სივრცის და აპარატურის სისუფთავის შენარჩუნება
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ღიმილი
** აქტიური გაყიდვების უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის უნარი დატვირთულ პერიოდში
თუ ხარ ძლიერი გაყიდვებში, გიყვარს ყავა და ეძებ მაგარ კომპანიას, გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: info@espressomobil.ge
|
|
|
|