Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: GAC - საქართველოს აუდიტორული კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
შპს "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება.

"GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 11:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამების ORIS 7-ისა და FINA-ს ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: auditcompanygac@gmail.com 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ბუღალტერი.

კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე