Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=647006&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება HR სამსახურში - რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR სამსახურში - რეკრუტერი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.

დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR სამსახურში - რეკრუტერის პოზიციაზე (არასრული განაკვეთი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლის გუნდთან ადაპტაციის პროცესში ჩართულობას;
** გასაუბრებების და შეხვედრების ჩანიშვნა;
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
** გრაფიკი: არასრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00-14:00 სთ)
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
** ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია