Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"ნიუ ლაიფ ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მართვა
** ფინანსური ანგარიშგების, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის დროული შედგენის უზრუნველყოფა და სისწორის კონტროლი
** სტრატეგიულ დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა, ბიუჯეტის მომზადება და შემდგომი მართვა, ბიზნესის წარმართვაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და შეფასება
** კომპანიაში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი
** უცხოური და ადგილობრივი საბანკო გადარიცხვების წარმოება, გადარიცხვებისთვის საჭირო საფუძვლების/დოკუმენტების სისწორისა და სისრულის კონტროლი/უზრუნველყოფა
** ბუღალტრული გატარებებისა და საგადასახადო დეკლარაციების სრულფასოვანი მონიტორინგი და მართვა კომპანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** საქმიანობის ფინანსური შედეგების შეფასება, ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება
** ყოველთვიური/კვარტალური/წლიური საგადასახადო ანგარიშებისა და ფინანსური რეპორტების მომზადების მონიტორინგი და წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური მენეჯმენტის ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:30-მდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე