Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646960&print=yes&view=jobs
 
მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილსერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "თბილსერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
** მუშაობის პროცესში შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** ობიექტზე პირების აღჭურვილობის გამოყენების წესების კონტროლი;
** უშუალო უფროსის ინფორმირება თანამშრომელთა უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** ადგილობრივი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანსიის რაოდენობა: ორი ვაკანსია.
** სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 2195 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 67

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ana.karapetiani@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია