Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646959&print=yes&view=jobs
 
აღწერების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერების ოფიცერი
მომწოდებელი: ბელმარტი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
კომპანია "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და პროდუქტების ხარისხის სტანდარტს.

შპს "ბელმარტის"-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: აღწერების ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მონაცემების დამუშავება და შედეგების ხელმძღვანელობასთან გადაგზავნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ფინასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@grandfoods.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია