დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" - http://www.gcci.ge/ - წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.
ვაკანსიის შესახებ:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში - ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 19:00 საათი
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 1, 898 - 4, 100 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად).
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** პალატის საწევრო პაკეტების მეწარმე სუბიექტებისთვის შეთავაზება;
** მეწარმე სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების განახლება;
** პალატის წევრ და არაწევრ კომპანიებთან კომუნიკაცია და ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემური საკითხების ანალიზი;
** ქვეყნის შიგნით ბიზნესდელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, გამოფენების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;
** რეგიონული პალატების საქმიანობის კოორდინაცია;
** მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული პროექტების შესახებ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა;
** საერთაშორისო და დონორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პროექტების განხორციელების მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხების მომზადება
კანონით, წესდებითა და პალატის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, ეკონომიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა
** კანონი "საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის შესახებ"
** საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის წესდება https://gcci.ge/ka/legal-documents
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ინიციატივის გამოვლენა და დამოუკიდებლად მუშაობა
** ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და პარტნიორებთან
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება (საკონკურსო თემატიკიდან იქნება კითხვები);
** გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბიზნესის განვითარების მენეჯერი".
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.
გისურვებთ წარმატებას!
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
|
|
|
|