Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"Stereo +" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

"Stereo +" 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში: ციფრული მაუწყებლობა, "Stereo+" TV, რადიო "სტერეო +", "ტვ მობაილ".

ფუნქცია-მოვალეობები:

** საანძო მეურნეობაზე საანტენო - ფიდერული მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი
** საანძო მეურნეობაზე მეტალო კონსტრუქციების მონტაჟი/დემონტაჟი
** სარელეო მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი, სამაუწყებლო ტექნიკის მოწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** განათლება საშუალო;
** მართვის მოწმობა (2 წლიანი გამოცდილებით, B კატეგორია);
** სასურველია სიმაღლეზე დანადგარ - მოწყობილობებზე მონტაჟის გამოცდილება;
** მივლინებებისთვის მზად ყოფნა (საქ. მასშტაბით);
** ასაკი 40 წლამდე (საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე).

უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00
** შაბათი - 10:00-15:00

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რემიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge. სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ინჟინერი" .

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე