Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=646912&print=yes&view=jobs
 
აქტივების მართვისა და მონიტორინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტივების მართვისა და მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ლიზინგის" გუნდში აქტივების მართვისა და მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიების აქტივების მონიტორინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პერიოდული ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება, ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციების მომზადება.
** GPS მოწყობილობების მონიტორინგი და მართვა.
** დაზღვევის პროცესების კოორდინაცია, რისკების შეფასება და სადაზღვევო შემთხვევების მართვა.
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** პროცესთან დაკავშირებული რეპორტინგი და კომუნიკაცია შესაბამის პირებთან.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** საავტომობილო ინდუსტრიის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური უნარები

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1295

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია