Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტო იმპორტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

** კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი.
** 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
** კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანიის, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.

ზოგადი უპირატესობა:

** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანიის სამხრეთ კორეიდან;
** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hr@aig.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე